LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი სამსახური სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო – მინდია ჯანელიძე

66

კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ხანძარზე ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიასთან ბრძოლაში მაშინ ჩაერთო, როდესაც ამას კანონი მოითხოვდა.

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხანძარი დროზე ჩაექრო, მაგრამ ამინდმა და რელიეფის პირობებმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ხანძარი ჩაგვექრო. ჩვენი სამსახური სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური მოქმედებს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა უფრო მეტი რესურსების მობილიზება, მაშინ ჩავერთეთ”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g