LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო” – 8 წლის წინ დაკარგული ძაღლი ოჯახს დაუბრუნდა

175
lostdog

უელსელი ოჯახისთვის 2021 წელი საოცრად დაიწყო. მაგდალენა კლუბჩუკი ფიქრობდა, რომ მისი რვა წლის წინ დაკარგული ძაღლი, როქსი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.

კლუბჩუკი როქსის რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა, თუმცა უშედეგოდ.

„მის მოძებნას ყველგან ვცდილობდი, თუმცა ვერაფერს გავხდი.. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ იმედიც დავკარგე და დავნებდი.“

ახალი წლის ღამე მაგდალინას ოჯახისთვის ნამდვილი სასწაულით დაიწყო.

ქალაქ ბაკლის ქუჩებში ძაღლი იპოვეს და ადგილობრივ თავშესაფარში მიიყვანეს. თავშესაფრის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ცხოველი დაჩიპული იყო და ჩიპის მეშვეობით მისი მფლობელის ვინაობა დაადგინეს.

„როდესაც თავშესაფრიდან დამირეკეს, მათ მაშინვე ვუთხარი რომ ეს შეუძლებელი იყო. ძალიან ბევრი დრო გავიდა და როქსი ცოცხალი ვეღარ იქნებოდა.“

როქსი და მისი პატრონი ერთმანეთს მეორე დღესვე შეხვდნენ.

„ჩვენი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. ვიგრძენი, რომ მიცნო და ძალიან ბედნიერი ვარ.“ – უთხრა მაგდალინამ New York Post–ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები