LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი შვილები იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ – ეშინია თუ არა სიკვდილის უკრაინის პირველ ლედის

150
Olena Zelenska, First Lady of Ukraine Opens Up About War in Interview: https://www.youtube.com/watch?v=R1DFcClaKDg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის ქალაქების ყოველდღიური დაბომბვების ფონზე, უკრაინელებმა “არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ”, – ამის შესახებ ზელენსკამ იტალიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში არ არსებობს ადგილი, სადაც 100% -ით უსაფრთხოდ იგრძნობ თავს.

“ჩვენი ხალხი, ჩვენი შვილები იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ”, – განაცხადა ზელენსკამ.

კითხვაზე, ეშინია თუ არა სიკვდილის, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ მას უფრო მეტად ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც სხვის სიცოცხლეს არ აფასებენ.

“მე უფრო მეტად მეშინია ადამიანების, რომელთაც არ აღელვებთ მათი სიცოცხლე.

ეს ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ სხვისი სიცოცხლე, რადგან არ აფასებენ საკუთარს. ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუს დამპყრობლებს შორის – თითოეული სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ზელენსკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g