„ჩვენი სიცოცხლე და ყველაზე დიდი სიყვარული ნოე და იესე ✨“, – ამ სათაურით სოციალურ ქსელში ვიდეოს დუეტი „ლეონის“ წევრები, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი გვიზიარებენ.
წყვილს იესე ცოტა ხნის წინ შეეძინა და მას შემდეგ აქტიურად გვიზიარებენ ძმების უთბილეს ფოტოებსა თუ ვიდეოებს.
გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„რა სიცოცხლეები ხართ, გენაცვალეთ“, „იხარეთ და იბედნიერეთ! სითბო სიყვარული სიხარული არ მოაკლოს უფალმა თქვენ გულებს“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
