ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილი – უმცროსი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
„თბილისში ცხოვრებას არც კი განვიხილავთ“ – ნუცა ცისკარიშვილი
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ნუცა ცისკარიშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ჯვრისწერის დღეს გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ჩვენი უღელი 7 წლისაა. კიდევ მრავალი წელი გვეტარებინოს ღირსეულად, ერთობით, შრომითა და სიყვარულით“.
