LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ვაქცინა კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია: “მოდერნა”

125
1

ლაბორატორიული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ “მოდერნას” ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. “დელტა” შტამის წინააღმდეგ ეფექტიანად მოქმედებს.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა დამაიმედებელ შედეგებზე გუშინ ისაუბრეს.

ამერიკული მედიასაშუალებები კომპანიაზე დაყრდნობით წერენ, რომ ვაქცინა ასევე ეფექტიანად მოქმედებს სხვა შტამების წინააღმდეგაც.

“მოდერნას” აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანცელი მონაცემებს გამამხნევებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს აძლიერებს კომპანიის რწმენას – მისი ვაქცინა წარმატებით მოახერხებს, დაიცვას საზოგადოება ვირუსის ახლად აღმოჩენილი ვარიანტებისგან.

ცდის ფარგლებში, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს. მათი ნიმუშები ორჯერადად ვაქცინირებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინა გაცილებით ეფექტიანი იყო “დელტა” ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის მხრივ, ვიდრე ე.წ. “სამხრეთ აფრიკული” შტამის მიმართ.

“ჩვენ ვცდილობთ, პანდემია დავამარცხოთ, ამიტომ აუცილებელია, ვირუსის განვითარების პარალელურად, ჩვენი აქტიურობაც გაიზარდოს. კომპანია ერთგული იქნება ახალი შტამების შესწავლის, მონაცემთა დამუშავებისა და მსოფლიოსთვის მათი გაზიარების კუთხით.” – თქვა კომპანიის დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g