LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა ვურჩიო, შეეშვან იაფფასიან პიარ აქტივობებს მეწყერთან დაკავშირებით, რომელიც პანიკის დათესვას ემსახურება: ავთანდილ ცინცაძე

126
161329790-363764268097414-8140221461164871099-n (2)

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საბურთალოს(ვაშლიჯვრის)მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ვაშლიჯვრის ფერდზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ოპოზიციის  განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც ამ დარბაზში წელიწადზე მეტია არ შემოსულან, გაახსენდათ, რომ თურმე ისინი საკრებულოს  წევრები არიან. მათ რა თქმა უნდა ეს თემა ხელიდან არ გაუშვეს და გუშინ  მორიგი შოუს დადგმის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მე მინდა ვურჩიო მათ, რომ შეეშვან  იაფფასიან პიარ აქტივობებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაში პანიკის დათესვას ემსახურება, მობრძანდნენ  საკრებულოში და მონაწილეობა მიიღონ მუშა პროცესში, სადაც დედაქალაქისთვის ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

რაც შეეხება ვაშლიჯვრის ფერდზე შექმნილ ვითარებას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე  იგეგმება  მოსახლეობის ევაკუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე  იგეგმება  მოსახლეობის ევაკუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არასწორია ინფორმაცია, თითქოს მეწყერული პროცესები ახალი გზის მშენებლობას უკავშირდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ, ხოლო მეწყერული პროცესები აღნიშნული

ქუჩის ზედა ფერდზეა დაწყებული. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივადაა ჩაკეტილი  და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი.

ამას გარდა, ორშაბათიდან შემოგვიერთდებიან გერმანელი ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან მიმდინარე პროცესებს და ჩვენ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ცდილობს,  გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g