LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება“, „სახელმწიფო თავის ადგილზე დგას“ – წულუკიანი და კობახიძე თარგამაძის განცხადებაზე

127
Untitled design

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“ და ქვეყნისთვის გადასარჩენად, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც, მმართველ გუნდში აფასებენ.

გივი თარგამაძე: ამათი იარაღით გადაგდება რომ გვნდომებოდა, ორი ათასჯერ გავაკეთებდით – საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმები წარუმატებლობისთვის არის განწირული:

„რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალურ სურვილებს, ასევე მათ ბუნებას. გახსოვთ, 2012 წლამდე ისინი თავიდან ბოლომდე ძალადობით გამოირჩეოდნენ. 2012 წლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე ვეღარ ძალადობენ, თუმცა ცდილობენ, ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები მოიფიქრონ.

რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ, როგორი ძალადობრივი მოწოდებებითაც უნდა გამოვიდნენ თარგამაძე თუ „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. ეს გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ასეთი გეგმების რეალიზებას არ დავუშვებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს:

„ვგმობ ბატონი გივი თარგამაძის განცხადებას და ღია მოწოდებას ძალადობისკენ. ახლა გამოსარკვევი მხოლოდ ის დარჩა, რატომ აირჩია მან ეს მომენტი ამის სათქმელად. როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს – მათ შორის, ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში – და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებით.

ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ რისკის დონეზეც კი, არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – თქვა თეა წულუკიანმა.

რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რომ „ოცნებამ“ შეძლო ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა – წულუკიანი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები