საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზებზე საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოშიც „დელტას“ შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია.
ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის, არ ხდება. განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას, რეკომენდაციები დაიცვან, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება“. – აცხადებს ალექსანდრე გოგინავამ.