LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენს საზღვრებთან ომია…” – მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ პროფესიონალური თანამედროვე არმია უნდა შექმნას

66
1605497111-Maia-Sandu-800x450

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანას ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავს.

“30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია დარჩა ტექნიკის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მზადყოფნის გარეშე. ახლა ვაცნობიერებთ შედეგებს” – ამბობს მაია სანდუ.

სანდუ ასევე აღნიშნავს, რომ კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს პროფესიონალი თანამედროვე არმიის შესაქმნელად.

„ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როცა ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები