LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით: კახაძის შეკითხვა ტიკარაძეს

197
კახადზე ტიკარა

პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

განათლების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა: ჩხენკელი დისტანციური სწავლების პროცესზე

პარლამენტის უხუცესმა  წევრმა, ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა და ჰკითხა, არსებობს თუ არა საქართველოში შიმშილით სიკვდილის ერთი მაგალითი მაინც.

“უნდა ვთქვა ერთი შეკითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. მე კიდევ უარესი სიტყვა მესმის, შიმშილით სიკვდილი… შიმშილით სიკვიდილი – ექიმს ეს მიკვირს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუცხრები მაგრამ ვთხოვ, იატრაგონულ  დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით, ამხელა გამოცდილება მაქვს, ამდენი ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა კახექსიური არსებობს? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით”, – იკითხა კახაძემ.

კახაძემ მინისტრობის კანდიდატს მოუწოდა, მკვეთრად გაიწეროს კრიტერიუმები, რითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულები ენიჭებათ.

ონლაინკლინიკების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მოსახლეობას ემსახურება 700-მდე ექიმი: გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g