LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენთან სულ არ ცივა“ – ულამაზესი დედა სვანეთიდან პატარა სერაფიმეს თოვლში აკაჟებს

7761
snowbaby

სოციალურ ქსელში ვრცელდება სვანეთში მცხოვრები ელენე ცინდელიანის ფოტო. ახალგაზრდა დედას პატარა 8 თვის სერაფიმე თოვლში ჰყავს გამოყვანილი და ცივ ამინდში აკაჟებს. პატარა სერაფიმეს მხოლოდ პამპერსი აცვია და ჩანს, რომ თოვლიანი ამინდით ძალიან ბედნიერია.

,,დედას ტკბილი სიყვარული ..p.s. ჩვენთან საერთოდ არ ცივა” – წერს ელენე სოციალურ ქსელში.

ირკვევა, რომ ელენე ცინდელიანი იმუნიტეტის გაჯანსაღების ამ მეთოდს აქტიურად იყენებს. მის პროფილზე ნახავთ უფროსი ვაჟის ფოტოსაც, რომელიც პატარა სერაფიმეს მსგავსად, თოვლში კაჟდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g