LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას – მათ ომი არ იციან, მხოლოდ ადამიანების ხოცვა შეუძლიათ: მიხაილო პოდოლიაკი

118
1646383606-მიხაილ-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „უკრაინისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაზაში გაანადგურებს რუსეთის არმიას“. პოდოლიაკის განმარტებით, რუსმა სამხედროებმა ომის ნაცვლად, მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა იციან.

პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის იზოლირება აუცილებელია.

„რუსულმა მხარემ დღეს გამოაცხადა სპეცოპერაციის მეორე ფაზის დაწყება. მათ უყვართ რაღაც სიმბოლოების გამოგონება, რომ ამ სიმბოლოებით ნაცისტებს ჰგვანან. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, რომლებმაც პრინციპში, ომი არ იციან და მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა შეუძლიათ. არ ვიცი, რისი დემონსტრირება სურთ მსოფლიოსთვის. ალბათ, თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია. კი ბატონო, ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობით ხალხს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. კარგი, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, – აცხადებს პოდოლიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები