LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, არის რთული – ოთარ შამუგია

54
shamugia

ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის – სხვადასხვა გზებზე ვმუშაობთ. ჩვენ რომ კონკრეტული გადაწყვეტა გვქონდეს, მაშინ ამას ვიტყოდით და შესაბამის ღონისძიებასაც გავატარებდით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა,” – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმითვე, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები