LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვეულებრივ კონსულტაციაზე მისულს, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა“ – კოკი ფერაზი ფანგანი

5187
2026-03-13_00-30-02_626072

ბლოგერს კოკი ფერაზი ფანგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, ის გეგმიურ კვლევაზე იყო, რა დროსაც უთხრეს რომ ოპერაცია სჭირდებოდა.

„გუშინდელი დღე ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. ჩვეულებრივ კონსულტაციაზე მისულს, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. იმ წამს თავი მართლა ფილმში მეგონა… არასოდეს ვყოფილვარ საოპერაციო ოთახში და, რა თქმა უნდა, ცოტა შიში მქონდა,თუმცა იმ ადამიანების წყალობით, ვინც იქ დამხვდნენ, ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი გახდა.

უდიდესი მადლობა ჩემს ექიმებს, ექთნებს და მთლიანად პერსონალს,თქვენი პროფესიონალიზმი, ყურადღება და ადამიანური სითბო ჩემთვის ძალიან დიდი ძალა იყო. თქვენ გადამატანინეთ ოპერაციის შემდეგ ყველაზე რთული ღამე.

ხშირად სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც გრძნობ. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის. მადლობა ზრუნვისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც პაციენტებს აძლევთ“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g