LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილებში ნებისმიერი სახის დამამშვიდებლების გამოყენება, თუნდაც მცენარეულის, დაუშვებელია –  პედიატრი ეკა ყიფიანი

271
ekayifiani20221

სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა „ფორტუნას“ მიერ გადაცემაში სტუმრად ექიმთან“ დასმულ კითხვას უპასუხა. კითხვა ჩვილთა ასაკში ტირილს ეხებოდა, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, ეკა ყიფიანი ვრცლად მიზეზებზე საუბრობს.

„სამწუხაროდ ამ ყველაფრის აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით. ჩვილებში გაბმული, შემაწუხებელი ტირილი რასაკვირველია რთული ასატანია მშობლებისთვის, განსაკუთრებით ღამით. თუმცა, მინდა ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვო, შეხედონ ამ ყველაფერს მარტივი კუთხით: ახალშობილისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო ენა ტირილია. სხვა არცერთი საშუალებით მას არ შეუძლია ჩვენთან კონტაქტის დამყარება. ასე გრძელდება 6 თვის ასაკამდე. ამ დროს მშობელი უნდა მიხვდეს რატომ ტირის ბავშვი, რა არის მიზეზი:  სტკივა რამე, შია, რაიმე სერიოზული პრობლემაა თუ სახეზეა რაიმე გარემო- ფაქტორი, რაც ბავშვს აღიზიანებს. ამ დროს დამამშვიდებლის მიცემა და ამ სიგნალის ჩახშობა შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ ჩვენ რამე მნიშვნელოვანი გამოგვეპაროს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ჩვილებში ნებისმიერი სახის დამამშვიდებლების გამოყენება, თუნდაც მათ ანოტაციაში მცენარეული ეწეროს, დაუშვებელია. ჩვენ უნდა ვეძებოთ მიზეზი, თუ რატომ ტირის ბავშვი და არა დამამშვიდებლით ჩავაძინოთ ის,“ – ამბობს ეკა ყიფიანი.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g