LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი – ექიმი კომაროვსკის უმკაცრესი რეკომენდაციები მშობლებს

540

სტატისტიკური მონაცამებით, ამერიკაში უეცარი სიკვდილის სინდრომით ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ბავშვი იღუპება. ეს არის მდგომარეობა, როცა ერთი შეხედვით ჯანმრთელი ბავშვი უეცრად კვდება. უმეტესად ეს ძილის დროს ხდება და ამ ამდგომარეობას ბავშვის საწოლის სინდრომსაც ეძახიან. გაირკვა, რომ 1 თვიდან 1 წლამდე ასაკში სიკვდილიანობების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ ეს არის. დღემდე უცნობია, რა იწვევს ამ უბედურ შემთხვევას, თუმცა ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ავრცელებს რეკომდნდაციების მთელ სერიას, რომელზე დაყრდნობითაც უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი უმკაცრეს რეკომენდაციებს გვაძლევს.

  • 12 თვემზე ბავშვს მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ზურგზე უნდა ეძინოს და არავითარ შემთხვევაში მუცელზე;
  • ეგრეთ წოდებული SIDS-ის სინდრომის საფრთხე 18 ჯერ უფრო მაღალია, თუ ზურგზე ძილს მიჩვეულ პატარას მოულოდნელად მუცელზე დააწვენთ და დააძინებთ;
  • უბედური შემთხვევა ხშირად ხდება, როცა პატარები ყურადღების გარეშე არინ მიტოვებულები. ამიტომ ჩვილები მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ანდეთ;
  • დადგინდა, რომ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს ერთიორად ზრდის მოწევა ორსულობის დროს;
  • თუ ბავშვი დამოუკიდებლად ტრიალდება, უმჯობესია ღამით ის მაინც ზურგზე დაწოლილი იძინებდეს;
  • დადგინდა, რომ ჩვილობიდან ცალკე საწოლში ძილი ამცირებს SIDS-ის რიკს;
  • ბავშვის საწოლი!!! აქ არაფერი უდნა იყოს მატრასის გარდა, განსაკუთრებით კი გვერდითი ბალიშები და გამოსაკრავები;
  • არასოდეს დაკიდოთ ბავშვს მაწოვარა სპეციალური ჯაჭვით და ძილის დროს არ გამოიყენოთ მაწოვარას სამაგრი;
  • ყოველთვის გაათავისუფლეთ ბავშვის საწოლი ზედმეტი ნივთებისგან, იქნება ეს პლედი თუ ფუმფულა სათამაშო;
  • შეინარჩუნეთ ოპტიმალური ტემპერატურა საძინებელ ოთახში, რათა არ მოხდეს სხეულის გადახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g