ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაური და დაპირისპირებაა, სასულიერო პირები მონასტერში დაბრუნებას ითხოვენ.
ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს.
დღეს, 7 ნოემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მონასტრიდან ბერების გაშვება “ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებას” შეადარა.
მან განაცხადა, რომ ეს ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს და დღეიდან ცხოვრება გაგრძელდება “ეკლესიისადმი მორჩილებით და პატრიარქის მოხსენიებით”.