ციციშვილის სახელობის კლინიკაში, ამ დროისთვის მათთან 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის.
“წევს 25 პაციენტი, მათგან 3-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა” – ამბობს ჩხაიძე.
მაია ჩხაიძის განცხადებით, მძიმედაა ორი ახალშობილი.
“ერთი არის 27 დღის ახალშობილი, ერთი 19 დღის ახალშობილი. ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, გარდაიცვალა 7175 პაციენტი.