LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციფრები შეიძლება ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ საქართველო ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე“: ირაკლი ჩიქოვანი

137
33

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ამის შესახებ პრემიერ-მინსტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება და აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ ერთს: ზიანი, რომელიც კოვიდ-19-მა შეიძლება მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას, მაქსიმალურად შევამციროთ.

ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ ჩვენი თვითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ კოვიდ-19-ის გავრცელება. მივცეთ საშუალება ჩვენს მართლაც რომ გმირ ექიმებს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად მოახერხონ.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს კორონაირუსით გარდაცვლილი ახალი შემთხვევა. ბოლო დღეღამის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება. ეს დაბალი ციფრა, განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებებით, რომელიც გავატარეთ. კარგად გვესმის, რომ ეს ციფრები შეიძლება ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მზად შევხვდეთ ამ ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით“, – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას გააცნო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონში და რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ  სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე: მათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეეძლებათ, გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის ნებართვებს მუნიციპალიტეტები და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოები უზრუნველყოფენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები