LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციფრული ჭკუასუსტობა დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან, ტვინი ერთნაირად ზარალდება“ – ია ბერსენაძე ციფრული ტექნოლოგიების გავლენაზე

337
iaberdzenadze2021

ტრენერმა ია ბერსენაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ციფრული ტექნოლოგიების საშიშ გავლენებზე ისაუბრა. მან განმარტა, რას გულისხმობს ტერმნინი, „ციფრული ჭკუასუსტობა” და რატომ არის ის საყურადღებო:

„ციფრული ჭკუასუსტობა მანფრედ შპიცერის შემოტანილი ტერმინია. ის, სამწუხაროდ, დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. გარკვეული ფუნქციების დაკნინება ხდება. დაკნინება შეიძლება მოხდეს საკმაოდ დიდი დოზით. ის ფუნქცია უკვე არის უფუნქციოდ. ​ტვინი რომ ნახოთ ციფრული ჭკუასუსტობისას, ის დიდად არ განსხვავდება კლასიკური ჭკუასუსტობისგან. ამ ორს შორის ბევრი რამ არის საერთო. ტვინი ერთნაირად ზარალდება ორივესგან..

თუ ჩვენ ზომიერად ვუყურებთ ტელევიზორს, ეს ნორმალურია. სოციალურ ქსელს ზომიერად თუ მოვიხმართ, ნორმალურია.აქ პრობლემა იმაშია, რომ ტვინს უჭირს ზომიერების დაჭერა. ჩვენ როდესაც ამას ვაკეთებთ, თითქოს ჩვენი ტვინი მუშაობს. ცრუ ილუზია გვექმნება იმის შესახებ, რომ საქმეს ვაკეთებთ. ადამიანს არ შეუძლია იყოს მარტო. ის აუცილებლად უნდა იყოს სოციუმში. თითოეულ ჩვენგანს ჰყავს თავისი სოციუმი. ამ სოციუმში მისი ადგილი უნდა იყოს აღიარებული. მე რომ ჩემი სოციუმიდან გამაგდონ, მე მოვკვდები. სოციალური ქსელის ფილოსოფიაც ამას ემყარება. ფოტოს განათავსებ და თითქოს ამბობ: „მე ვარ, მე მახსოვხართ თქვენ, თქვენ გახსოვართ მე. ბავშვი იბადება ყველაზე დიდი რაოდენობის ნეირონებით, მაგრამ ნეირონული კავშირები არ არის შემდგარი. ამას მერე ვაკეთებთ ნელ-ნელა. ტვინი არის ჩვეულებრივი კუნთი. ჩვენ დავდივართ სავარჯიშო დარბაზში და ვავარჯიშებთ რომელიმე კუნთს. ​ასეთივე კუნთია ტვინი. არ შეიძლება, რომ ის არ ავარჯიშო. მას ხუთი ძირითადი ფუნქცია აქვს. ხუთივე ფუნქცია უნდა იყოს განვითარებული,“ – ამბობს ია ბარსენაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g