LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხიდან იმისთვის გამოგვიშვეს, რომ დავეკავშირებინეთ ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან“ – ბადრი ჯაფარიძე

113
2025-10-07_22-49-55_433662

ციხიდან იმისთვის გამოგვიშვეს, რომ დავეკავშირებინეთ ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის „ოცნებამ“ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის იყო კობახიძის განცხადებები და ასევე პარტიული სიის წვრების მოსყიდვა, რომლებმაც, ვითომ პარტია იმიტომ დატოვეს, რომ ძალადობრივი დამხობისკენ მოუწოდებდნენ.

„ციხიდან იმისთვის გამოგვიშვეს, რომ პირველი – გამოშვებისას გავტეხილიყავით და გვეთქვა, რომ არჩევნებში აღარ მივიღებთ მონაწილეობას.

იმ დროს გამოგვიშვეს, რომ ვინიცობა არ გადაგვეწყვიტა და კანდიდატად დავრეგისტრირებულიყავით, ეს შესაძლებლობა ამოწურულიყო და მესამე- ცდილობდნენ ჩვენ დავეკავშირებინეთ ვითომდა ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან და აგერაა კობახიძის განცხადებები, არჩვენების დღეს, სადაც საუბრობდა, თითქოს, ლელო გეგმავდა ძალადობრივ დამხობას, შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით დაძრწოდნენ სუს-ის აგენტურა და ეძებდნენ იქნებ ვინმეს, ჩვენი პარტიული სიიდან თანხმობა განეცხადებინა, რომ გასამრჯელოს ნაცვლად, იმედზე გაეკეთებინა განცხადებები.

ზუსტად, „იმედზე“ დაიბეჭდა, რომ აბაშის პარტიული სიის წევრი, ბატონი ქორქია ამბობს, რომ ლელოს რიგები დატოვა, არჩევნების დღეს იმიტომ, რომ ვითომ ჩვენ ძალადობრივი დამხობისკენ მოვუწოდებდით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მიეცემოდათ საფუძველი, ჩვენ რამენაირად ამ პროვოკაციასთან დავეკავშირებინეთ, რაც მოხდა 4 -ში,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g