LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია“ – როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები: რას წერს ნათია ფანჯიკიძე

351
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე განმარტავს, როგორ პასუხობენ მესიჯებს ადამიანთა სხვადასხვა ფსიქოტიპები.

ამის შესახებ ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები:

დეპრესიულმა ფსიქოტიპმა მესიჯი ნახა, უპასუხა, ინანა, რომ უპასუხა, მითუმეტეს თუ პასუხის მერე კიდევ ათჯერ მისწერეს და სიქა გააძრეს.

ობსესიურმა მესიჯი ნახა, უპასუხა დროულად და ამომწურავად, მერე ათჯერ გადაიკითხა, რომ შეემოწმებინა, რამე ხომ არ შეეშალა და თუ ჩასწორების საშუალება მიეცა, ამდენჯერვე ჩაასწორა.

ისტერიული პასუხობს ბევრს, გრძლად და ემოციურად და ერთი მესიჯის პასუხად, ხშირად რამდენიმეს.

ნარცისტული პასუხობს როცა/თუ მოესურვება.

შიზოიდური პასუხობს  მოკლედ, როცა/თუ გაახსენდება, რომ მიწერეს.

პარანოიდული – რატომ მიწერე? ვინ ხარ? რა გინდა?

შერეული ტიპაჟი მესიჯის მიმწერის მიხედვით იცვლის ფერსა, გინა ზნესა.

ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია,“ – აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g