ქართული სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს „ცის დედოფალმა” ტექნიკური შემოწმება წარმატებით გაიარა და ის უკვე საქართველოშია.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, Boeing 747-200-მა მწარმოებლის მიერ დადგენილი გეგმიური კალენდარული ტექნიკური შემოწმება, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გაიარა. ტექნიკური დათვალიერების სერვისი უზრუნველყო კომპანიამ GMF Aero Azia.
შეგახსენებთ, GEO SKY პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს ასრულებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია.