ფრანგული ავტომწარმოებელი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და გადაწყვიტა, რომ გარკვეული რებრენდინგი გააკეთოს. პირველი ცვლილება კი გერმანულ ბაზარს შეეხება, რადგან ბრენდის სახელის წარმოთქმა ყველაზე მეტად სწორედ გერმანელებს უჭირთ. ამიერიდან გერმანულ ბაზარზე გაჩნდება მარკა Zitrön, რომელიც მარკეტინგული კამპანიის ნაწილად იქცევა.
სახელები რომელთა წარმოთქმაც სირთულესთანაა დაკავშირებული, როგორც გერმანულ ასევე ფრანგულ ენაშიც მრავლადაა. ეს შეეხება Citroen-საც და გერმანელებს მისი სწორად წარმოთქმა ყოველთვის ძალიან უჭირდათ. იუბილის აღსანიშნავად კი ბრენდმა გერმანელი ავტომოყვარულებისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.
ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანიაში მცირე პრომო-რგოლიც მოამზადეს, რომელშიც სიახლის შესახებ თავად ბრენდის დირექტორი საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ რებრენდინგის დამსახურებით გაყიდვების მაჩვენებელი უკვე გაიზარდა, არადა ჯერ ყველაფერი წინაა.