LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციყვებმა Porsche–ს სუპერქარი თხილის შესანახ საცავად აქციეს

94
porsche-newswe43

„პორშეს“ შვეიცარიელმა დილერმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც 911 Targa ასახული და მასში ციყვებს საცავი აქვთ მოწყობილი. 1974 წლის სპორტქარი ჟენევის სადილერო ცენტრის თანამშრომლებმა შესაკეთებლად წაიღეს და მოულოდნელი სიურპრიზი სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს.

როგორც გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, პატარა და ძალიან მსუნაგი ციყვები „პორშეს“ ძრავს თავშესაფრად დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ. ამიერიდან კი მათ ახალი სახლის მოძებნა მოუწევთ.

თუკი ძრავთან დაკავშირებულ კურიოზს არ მივაქცევთ ყურადღებას, 45 წლის Targa მშვენიერ მდგომარეობაშია შემონახული. ასე რომ სპეციალისტებს მისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g