LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება რა თქმა უნდა, იქნება – ანტონ ობოლაშვილი

188
BeFunky-collage

27 წლის ექთნის ცხედარს სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ “ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ველოდებით მანქანას, გადავიყვანთ ექსპერტიზაზე. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მოხდება რაიონში ცხედრის გადასვენება”. – აცხადებს ობოლაშვილი.

“ფორტუნას” კითხვაზე როგორია ოჯახის პოზიცია გამოძიებასთან დაკავშირებით, ობოლაშვილი პასუხობს, რომ ამ თემაზე მას გარდაცვლილი ექთნის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

“რა თქმა უნდა, გამოძიება იქნება და სწორედ მის შემდეგ გაკეთდება შესაბამისი განცხადებები”- ამბობს ანტონ ობოლაშვილი.

შეგახსენებთ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექთანი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 19 მარტს, დღის პირველ ნახევარში ექთანი გარდაიცვალა.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

100 ათას შემთხვევაზე 1 ან 2 გართულება შეიძლება დადგეს, არანაირ სამედიცინო გადაცდომასთან ადგილი არ უნდა გვქონდეს: სერგო ჩიხლაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები