LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხელა, ცივა თუ წვიმს, სუფთა უბანი უნდა დაახვედროს დიღმელებს“ – მეეზოვე ქალის ამბავი

2911
მეეზოვე-ქალი

გოგა ჩანადირი მეეზოვე ქალის, ეკა ონიანის ფოტოს აქვეყნებს და მის ამბავსაც ჰყვება სოციალურ ქსელში. ცნობილი ფოტოგრაფი ყველას მოუწოდებს, შეუმსუბუქონ მეეზოვეებს მძიმე სამუშაო და ნუ ყრიან ნაგავს ძირს.

გთავაზობთ პოსტს:

„დიღომში, ძიუდოს აკადემიის მიმდებარე უბანს ასუფთავებს ეკა ონიანი.

დილის 7 საათზე გამოდის შინიდან. ცხელა, ცივა, წვიმს, არ აქვს მნიშვნელობა. სუფთა უბანი უნდა დაახვედროს დიღმელებს. მერე შინ გარბის, სადაც 9 და 6 წლის შვილები ელოდება. მათაც უნდა მიხედოს.

არიან ადამიანები, ვინც ეკასა და მისი კოლეგების შრომას პატივს არ სცემენ. ავტობუსის ბილეთს, სიგარეტის ნამწვს, შოკოლადის ქაღალდსა თუ სხვა ნარჩენს ძირს ყრიან.

არადა, თბილისში ნაგვის ყუთები ნამდვილად არ ჭირს.

ვიდრე ნარჩემების ძირს დაყრას გადავწყვეტთ, გავიხსენოთ ეკა და მისი კოლეგები, დილაადრიან სახლიდან რომ გამორბიან, შვილებს ტოვებენ, რათა ჩვენი უბნები სუფთა იყოს.

დიდი მადლობა, ეკა!

#ჩავყაროთნაგავი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g