LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი აბაზანა იმდენივე კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი

183
page

თუკი სარბენად წასვლა ძალიან გეზარებათ და ყოველ ჯერზე ახალ და ახალ მიზეზს იგონებთ, შეგიძლიათ ამ საკითხზე ბევრი აღარ იფიქროთ. ცხელი აბაზანა შესაძლოა, ისეთივე ეფექტური იყოს როგორც ვარჯიში. კოსმოპოლიტენი ახალი კვლევის შედეგებზე წერს.

ბრიტანელი მეცნიერი სტივ ფოლკნერი დარწმუნებულია, რომ აბაზანას სირბილზე უკეთესი ეფექტიც კი აქვს და გარდა კალორიების წვისა, დიაბეტის გაჩენის რისკებსაც ამცირებს.

დოქტორი ფოლკნერი და მისი გუნდი ცხელი წყლის ეფექტს რამდენიმე კვირის განმავლობაში იკვლევდა. ისინი 14 მოხალისეს 1 საათიან ცხელ აბაზანას აღებინებდნენ, ან ერთი საათით სარბენად უშვებდნენ. შედეგად კი დადგინდა, რომ ცხელი აბაზანა იმდენივე კალორიას წვავს, რამდენის დაწვაც 30 წუთიან სირბილს შეუძლია.

ასე რომ თუკი ვარჯიში თქვენი ძლიერი მხარე არ არის, წონაში დასაკლებად შეგიძლიათ უფრო სასიამოვნო გზას მიმართოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g