ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, რა საკვები უნდა გავითვალისწინოთ სუფრაზე და რა ავირიდოთ თავიდან, როცა 2026 წელს შევხვდებით.
მიხეილ ცაგარელის განმარტებით, საკვების კუთხით განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს:
„ერთადერთი, რაც კატეგორიულად არ უნდა მივირთვათ, არის ცხენის ხორცი. ამას როგორ დავადგენთ, არ ვიცი
როგორ უნდა ამოვიცნოთ ქართულ ბაზარზე ცხენისა და ვირის ხორცი და რატომ არის მისი მიღება საშიში – სპეციალისტის რჩევები
ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა კუსტარული სასაკლაო, სადაც ცხენები იკვლებოდა.
მაგრამ, ვინც ამას გააკეთებს, მომავალ წელს სერიოზულ შედეგებს უნდა ელოდოს, რადგან ცხენი ამას არ აპატიებს.
დანარჩენი საკვების მხრივ არჩევანი თავისუფალია: შეიძლება იყოს როგორც ეგზოტიკური, ისე მამაპაპური კერძები. სასურველია სუფრაზე მრავალფეროვანი გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი და აუცილებლად ტკბილეული.
ცხენს განსაკუთრებით უყვარს ტკბილი, ხილი და ბოსტნეული, ამიტომ ამ კუთხითაც პატივი უნდა მივაგოთ“, – აღნიშნავს ცაგარელი.
რაც შეეხება სასმელს, ასტროლოგის რჩევით, საუკეთესო იქნება მუქი ფერის, მსუბუქად წითელი ლიქიორიანი სასმელები ან კონიაკი.
„არ არის რეკომენდებული არაყის გამოყენება – 2026 წელი არაყის წელიწადი ნამდვილად არ არის. ცხენს უყვარს მხიარულება, თამაში და იუმორი, თუმცა არა სროლა – ეს ასპექტიც სასურველია გავითვალისწინოთ ახალი წლის შეხვედრის დროს“, – ამბობს ცაგარელი.
