სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბეღელურს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.
აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ დაკავებულის დედამ, ნორა ბეღელურმა აცნობა. მას კი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 29 აპრილს გაავრცელა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს…
Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024