დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალს სახელს უცლიან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ე.წ. განკარგულებით, ქალაქ ცხინვალს მეორე სახელწოდება “ქალაქი სტალინირი” ექნება.
„ქალაქ ცხინვალის სიმბოლოს სახით, ვადგენ “ქალაქ სტალინირს”, რომელიც გამოიყენება “ქალაქ ცხინვალის” მსგავსად რესპუბლიკური და საქალაქო მნიშვნელობის ღონისძიებების დროს, რომლებიც დიდ სამამულო ომს მიეძღვნება, როგორებიც არის 9 მაისი – გამარჯვების დღე, 22 ივნისი – დიდი სამამულო ომის დაწყების დღე (1941 წელი)”, – ნათქვამია ე.წ. განკარგულებაში.
ე.წ. სამინისტროებს, უწყებებს, ასევე ქალაქ ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციას დაევალა აღნიშნულ დღეებში ღონისძიებების ორგანიზება, რომ მოხდეს ისტორიული სახელწოდების “ქალაქ სტალინირის” სახელწოდების პოპულარიზაცია.
„ქალაქ სტალინირის” პოპულარიზაციის ორგანიზება ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტსაც დაევალა.
შეგახსენებთ, ცხინვალს 1934-1961 წლებში „სტალინირი“ ერქვა.