LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალში გატაცებულ ჭვრინისელ მოზარდს ხვალ გაათავისუფლებენ

67

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ მეთორმეტეკლასელ ტატო ხარაზიშვილს დე ფაქტო ხელისუფლება ხვალ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭვრინისის თემში, მარიამ გულისაშვილი აცხადებს. ინფორმაციას კი “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მისი თქმით, ხარაზიშვილს ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს, რომლებმაც ოჯახს აცნობეს, რომ მოზარდს 2 ივლისს გაათავისუფლებენ. ცხინვალში ტატო ხარაზიშვილს მამიდა აქცევს ყურადღებას.

ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის საქონელს აძოვებდა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

დაკავებული ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც. უკვე ცნობილია, რომ 2 ივლისს ცხინვალში სასამართლო პროცესი გაიმართება და მოზარდს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g