„როდესაც ბევრი რუსეთს ზურგს აქცევს, ჩვენ მისკენ მივდივართ, რადგან ეს ჩვენი სამყაროა“, – აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა. მისი თქმით, ცხინვალის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.
კრემლი “სამხრეთ ოსეთში” გასამართი რეფერენდუმის შედეგებს პატივისცემით მოეკიდება: დიმიტრი პესკოვი
„რეფერენდუმი იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს თავდაჯერებულობას მატებს ჩვენს რუსულ სამყაროს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი ამას ელოდებიან. მოწმეები ვართ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ДНР-სა და ЛНР-ს აღიარების შესახებ მივიღეთ, აბსოლუტურად სწორი იყო. ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა თავი კარგად იგრძნოს, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის – როდესაც ბევრი მას ზურგს აქცევს, ჩვენ მისკენ მივდივართ, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ეს არ უნდა დავივიწყოთ”. – თქვა ბიბილოვმა.