ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავა, ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ზნაურის რაიონში, ქალეთში საქართველოს ორი მოქალაქე – 1957 წელს დაბადებული გაბარაევი გ.ე. და 1971 წელს დაბადებული გაბარაევი კ.ე.დააკავეს, ისინი ხაშურის რაიონის სოფელ ატოცში ცხოვრობენ.
დაკავებულების საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.
