LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზატორებს დააპატიმრებენ

3518
ძაღლების ბრძოლა

კიდევ ერთი ცვლილება კანონში – ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნაწილში დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი იზრდება. დაგეგმილი ცვლილებებით, შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ცხადაი, ეს არ ეხება ვეტერინარის დანიშნულებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას.

ასევე დაისჯება ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით. ამ შემთხვევაშიც ჯარიმა ან ერთწლამდე პატიმრობა გემუქრებათ.

ასევე დაუშვებელია პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ან შენობა-ნაგებობის ორთაბრძოლების მოსაწყობად გამოყენება. ასეთ დროს ჯარიმის გარდა,  ორ წლამდე ციხეში ჩაგსვამენ.

“ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე” – წერია კანონპროექტში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები