“ზმნა მდგომარეობის ან მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვაა. ზრდასრული ადამიანის ლექსიკონში 10 000-მდე ზმნაა, მაგალითად…” – ამ სიტყვებით იწყებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ლადო აფხაზავა საქართველოს ბანკის ახალ ვიდეორგოლს, რომელიც შემდგომ, სწორედ ზმნების დახმარებით სხვადასხვა სივრცეში გვამოგზაურებს და სიახლეების ძიებისაკენ გვიბიძგებს.
დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი ზედ საქართველოს უახლესი ისტორიით, ენგურჰესიდან გადმოფენილი უზარმაზარი წარწერა “რა გვაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი” , ქართული ცეკვის მასტერკლასი და კიდევ ბევრი, ქვეყნისთვის ღირშესანიშნავი მომენტი, შეგიძლიათ ვიდეორგოლში იხილოთ…
https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/527165761452201/?v=527165761452201