LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვ­რე­ბა და­მემ­ხო თავ­ზე, დაკარგული ვარ.. მამა ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას იწყებს და ეფე­რე­ბა ცხრავეს“ – რას ჰყვება მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის 9 წევრი დაკარგა

735
Untitled design (1)

„ძა­ლი­ან რთუ­ლია და­ძი­ნე­ბა. და­ძი­ნე­ბა ყვე­ლას გვი­ჭირს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წამ­ლებს ვი­ღებთ, და­მამ­შვი­დებ­ლებს,“ – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „სთორიში“ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მარიტამ, რომელმაც შოვის სტიქიის დროს, ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, საზოგადოებას ის უდიდესი ტკივილი გაუზიარა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას უკავშირდება.

„სა­დღაც 4-5 სა­ა­თამ­დე ვერ ვი­ძი­ნებ, თუ ვი­ძი­ნებ, მა­შინ ვხე­დავ სიზ­მრებს.

სიზ­მრებ­ში ვხე­დავ სამი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ რო­გორ მეხ­მა­რე­ბა მეგი (მა­რი­ტას და, რო­მე­ლიც შო­ვის ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა.) რომ გა­ირ­კვეს, რა­ტომ მოხ­და ასე.

სამი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებ სიზ­მრე­ბით, და­კარ­გულ ცხრა წევრთან ერ­თად და არა­მარ­ტო, იქ იყო გე­ნა­დი ბი­ძია, რო­მელ­მაც გამ­ზარ­და და კი­დევ ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი.

ამით ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას. თუ სიზ­მრებს ვერ ვხე­დავ, ის ღამე არაფ­რად მი­მაჩ­ნია.

ყვე­ლა­ნი ისე ვართ, რომ ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი სი­სუს­ტე ერ­თმა­ნეთს არ და­ვა­ნა­ხოთ.

დე­დაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რად დგას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან უჭირს, ეტყო­ბა რომ ძლი­ე­რად დგას და ცდი­ლობს, არ და­მა­ნა­ხოს რო­გო­რი გულ­ნატ­კე­ნია, მაგ­რამ მე ვიცი, ვიც­ნობ დე­და­ჩემს და ვიცი რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია ში­ნა­გა­ნად.

მამა ძი­რი­თა­დად იწყებს ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას და ეფე­რე­ბა ყვე­ლას, ცხრა­ვეს“, – ამ­ბობს მა­რი­ტა.

მარიტამ ისაუბრა თავის ძაღლზეც, რომელიც დაკარგული იყო.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი. ბო­ნის გარ­და კი­დევ სამი ძაღ­ლი გვყავ­და, რუ­სუ­ლი მდევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ნი­ზე უფრო კარ­გად დარ­ბოდ­ნენ. მარ­თლა არ ვე­ლო­დი და რომ მი­თხრეს, ბიგ­ლი დარ­ბი­სო…

არ ეკა­რე­ბო­და უცხო ხალ­ხს, ეტყო­ბა ეში­ნო­და პირ­ვე­ლი ორი დღე და მერე უკვე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გად­მო­მიყ­ვა­ნა.

რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა ყვე­ლა გად­მო­ვი­და, ცხრა­ვე…

ბონი ჩემი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია უკვე მე­სა­მე წე­ლია. ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია, თით­ქოს, მო­მიყ­ვა რა მოხ­და, თით­ქოს მი­თხრა, – შენ სად იყა­ვი?! ილა­პა­რა­კა ყვე­ლა­ფე­რი“, – ამ­ბობს მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი.

„ძა­ლი­ან და­კარ­გუ­ლი ვარ. ვამ­ბობ, რომ ცხოვ­რე­ბა და­მემ­ხო თავ­ზე.

ის მწვერ­ვა­ლი ჩა­მო­მე­შა­ლა, რა­ზედაც ვი­დე­ქი. ფე­ხე­ბი­დან მიწა რომ გა­მო­გეც­ლე­ბა, ზუს­ტად ეგეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ.

თავს ვე­უბ­ნე­ბი, უნდა ვი­ცო­ცხლო იმის გამო, რომ ყვე­ლამ გა­ი­გოს რო­გო­რი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­და ჩვენ.

ახლა არ ვიცი ძა­ლი­ან და­კარ­გუ­ლი ვარ, ვე­ძებ სა­კუ­თარ თავს,“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g