LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს…” – დღეს ემი უაინჰაუსის დაბადების დღეა (ფოტო/ვიდეო)

1512
par6408795-8116985-wide-b6975a9bb5be4d6cf7a64eb18bd1b49f6b7cf9b5-s800-c85

,,კლუბ 27- კი­დევ ერთი წევ­რი  შეემატა” – ასეთი შეფასება მედია საშუალებებმა, ემი უაი­ნ­ჰაუსის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემდეგ გააკეთეს.

დღეს, ბრიტანელი სოულ, ჯაზ, რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ავტორი, 36 წლის გახდებოდა.

,,ფორტუნა პლუსი” გთავაზობთ ემი უაინჰაუსის გამონათქვამებს:

ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდება, ასე რომ, აზრი არ აქვს, გულხელდაკრეფილები ისხდეთ და იმეოროთ სიტყვები: ,,იქნებ”, ,,ხომ არ”, „მაგრამ”…

ვინც კი მიყვარდა, ჩემ გულში ადგილი ყოველთვის მოეძებნება, თუმცა ჩემ გონებასთან წვდომა ვეღარ ექნება. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვიყვარდება.

მჯერა ბედის და იმის, რომ რაღაცეები გარკვეული მიზეზით ხდება – ,,კარმა”, ბევრჯერ მიგრძვნია, ეს რეალურია.

სიმართლის გარდა, არაფერს აქვს აზრი, ბოლოს თქვენ, არა სხვებთან, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე მოგიწევთ პასუხისგება.

არ ვიტყოდი რომ ფემინისტი ვარ, მაგრამ მე არ მომწონს გოგონები, რომლებსაც სულელებად მოაქვთ თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია.

მიყვარს ცხოვრება და ვცხოვრობ იმისთვის, რომ მიყვარდეს.

შეგახსენებთ, რომ ,,კლუბი 27” ამ ასაკ­ში გარდაცვლილი, დი­დე­ბის მწვერვალზე მყო­ფ როკ-მუსიკოსებს აერთიანებს. ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი, რობერტ ჯონსონი, ბრაიან ჯონსი, კურტ კობეინი – ეს იმ სხვა არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მისტიკურ გაერთიანებაში შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები