LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯიმ მორისონი – ხელოვნურმა ინტელექტმა „კლუბ 27“- ის წევრების ახალი სიმღერები შექმნა

99
page

ორგანიზაციამ Over The Bridge ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსების ახალი სიმღერები შექმნა. მათ შორის ისეთი ლეგენდარული არტისტების ნამუშევრებია, როგორიცა არიან კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი, ჯიმ მორისონი და ჯიმი ჰენდრიქსი. ნეირონულმა ქსელმა თითოეული შემსრულებლის 30 კომპოზიცია გააანალიზა, შეისწავლა თითოეული აკორდი, სოლოები,  ტექსტი და სხვა დეტალები, შედეგად კი ახალი სიმღერები შექმნა. ერთადერთი, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუცვლია, ეს ვოკალია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი Drowned In The Sun – Lost Tapes Of The 27 Club მიზნად  ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას ისახავს.

„რა იქნებოდა, ყველა ამ მუსიკოსს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა რომ მიეღო? თითქოს მუსიკალურ ინდუსტრიაში დეპრესია ნორმად ითვლება და რომანტიზებულია“, – აცხადებს ჟურნალ Rolling Stone-ს ორგანიზაციის წევრი, შონ ოკონორი.

27 წლის ასაკის წყევლა – მუსიკის ლეგენდები, რომლებიც 27 წლის ასაკში  გარდაიცვალნენ

https://www.youtube.com/watch?v=jh3dNJIYO2M

https://www.youtube.com/watch?v=L9yTuO7d1rk&feature=emb_title

https://www.youtube.com/watch?v=oIoCVX6F30E

https://www.youtube.com/watch?v=xW6_QAcujr8

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები