ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა, რომელმაც ამაზონის ჯუნგლებში იმოგზაურა, სოციალურ ქსელში ადგილობრივი ტომის შესახებ წერს და კადრებს აქვეყნებს.
„ენით ვერ აღვწერ იმ შეგრძნებებს, რასაც აქ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა, როცა ვაცნობიერებდი, რომ ჩვენი თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში დაფრინდებოდა და ჩემი თვალებით ვნახავდი აქაურ სიცოცხლეს.
ცხოვრებაში პირველად დავინახე ასეთი ტომი ჩემი თვალებით, ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა“, – წერს ვლოგერი.




