ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია CLAUS MARSH Georgia მომხმარებელს თვალის დაცვის ეფექტურ საშუალებებს, კერძოდ: „მონოკეტოს“ და „კორნეიალის“ სთავაზობს. აღნიშნული თვალის წვეთების შეძენა სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
როგორც CLAUS MARSH Georgia-ში აცხადებენ, „მონოკეტო“ ერთადერთი უკონსერვანტო, ანტიალერგიული თვალის წვეთებია საქართველოში, 60 ერთჯერადი ტუბი საწვეთურით.
რაც შეეხება „კორნეიალის“ – ის ეფექტური საშუალებაა წითელი, დაღლილი და მშრალი თვალების სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
კორნეიალი – ორმაგი ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამატენიანებელი მოქმედება, ის ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა სახის კონიუნქტივიტისა და კერატოკონიუქტივიტის სამკურნალოდ.
მედიკამენტების გამოყენების დროს, გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.