LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: აშშ-ს საელჩო კიევიდან თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს

86
8caaec0f-7988-4586-aa08-b9b31ea6bdfa-w1200-r1

CNN–ის ინფორმაციით, აშშ–ის საელჩო კიევში აშშ–ის სახ.დეპს მიმართავს ნაკლებ მნიშვნელოვანი თანამშრომლები და მათი ოჯახები უკრაინიდან გაიყვანონ.

როგორც CNN წერს, აშშ–ის საელჩო კიევში გამოცემასთან ამ ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ არ ადასტურებს და CNN–ს ამისამართებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტთთან.

CNN–ის თანახმად, მათ უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, რომ აშშ–მა უკვე აცნობა უკრაინას, რომ ევაკუაცია მომავალ კვირაში დაიწყება.

ამავე პირის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ აშშ–ისგან მსგავსად დრამატული რეაქცია გადაჭარბებულია.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ მსგავს დახურულ საკითხებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ და ისინი მოქმედებენ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესების დაცვის შესაბამისად.

CNN–ის ცნობითვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიმართა უმაღლესი ზომის სამოგზაურო რჩევით ამერიკის მოქალაქეებს, რომ არ იმოგზაურონ უკრაინაში და იყვნენ ინფორმირებული, რომ რუსეთი იქ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს გეგმავს.

დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით კი, უკრაინიდან ევაკუაციას აშშ–ის მთავრობა არ დააფინანსებს და კერძო ფრენებით შესაძლებელია ქვეყნის დატოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g