სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე 146 ადამიანი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, დაშავებულთა რაოდენობამ 150-ს მიაღწია.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სიკვდილის მიზეზი “გულის გაჩერება” გახდა, რაც ხალხის დიდმა ნაკადმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.