ექსტრაორდინალური ეკლესია, სადაც მამაცი ბერები ღმერთს უახლოვდებიან – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას CNN Travel, რომელიც საკუთარ მკითხველს კაცხის სვეტს აცნობს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია კაცხის სვეტის მდებარეობაზე და წერია, რომ ის იმერეთის რეგიონში მდებარეობს. როგორც სტატიის ავტორი წერს, დედაქალაქიდან 200 კილომეტრით დაშორებულ სანახაობამდე მისვლა არც ისე მარტივია – ძეგლის სიახლოვეს მატარებლები არ მოძრაობენ და ტურისტებს აქ მისასვლელად ავტობუსის, ან მანქანის გამოყენება დასჭირდებათ.
„გორაზე ასვლის შემდეგ მონოლითურ კონსტრუქციას აღმოაჩენთ, რომელიც მიწიდან 40 მეტრის სიმაღლეზე „მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და წმინდა მონასტერში მიგიყვანთ”, – წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ კაცხის სვეტი უნიკალურია, მის წვერზე გაშენებული ეკლესია კი მე-6 მე-8 საუკუნეებით თარიღდება.