LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ იტალიურ ქალაქებში გადასახლდებით, 27 ათასს დოლარს გადაგიხდიან

1525
Matera, Basilicata, Italy: Landscape view of the old town - Sassi di Matera, European Capital of Culture, at dawn

როდესაც იტალიურ ქალაქებში სახლების გაყიდვა 1 დოლარად დაიწყო, ამის დაჯერება ბევრს გაუჭირდა, თუმცა კიდევ ერთი შემოთავაზება იტალიისგან, საკმარისია იმისთვის, რომ 1 დოლარიანი სახლები ნაკლებად საინტერესოდ მოგეჩვენოთ.

მოლიზეს რეგიონი, რომელიც ველური, ლამაზი, თუმცა ნაკლებად პოპულარულია, ხალხს 106 სოფელს თავაზობს დასასახლებლად, ამისთვის კი 27 ათასზე მეტს იხდის.

ყველა ვინც ამ შეთავაზებას დათანხმდება, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვე 700 ევროს მიიღებს.

მოლიზეს რეგიონი ცნობილია მწვანე მდელოებით, ზეთისხილის ბაღებით და თოვლიანი მთებით – მთავრობას არ სურს, რომ ეს სილამაზე უკაცრიელი დარჩეს.

მოლიზეს რეგიონი

 

შეთავაზებაში არის ერთი პირობა – რეგიონში ჩასულები, ვალდებულები იქნებიან დაიწყონ მცირე ბიზნესი, ადგილობრივი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.

“მინდა, რომ ჩემი რეგიონი, მოჩვენებათა სოფლებს არ დაემსგავსოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ფესვები,” – ამბობს იდეის ავტორი, რეგიონალური მრჩეველი ანტონიო ტედესი CNN-თან.

რეგიონი განსაკუთრებით ელოდება ახალგაზრდებსა და წყვილებს, რომ შეავსონ აპლიკაცია, რომელიც 16 სექტემბრიდან გაეშვა.

ტედესი მოლიზეს რეგიონში სოფელ ფილინანოში დაიბადა, სადაც ახლა დაახლოებით 700 ადამიანი ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის ტრადიციები და ლამაზი ადგილები მალე დავიწყებას მიეცემა და გაუკაცრიელდება.

სეპინო – მოლიზეს რეგიონის ერთ-ერთი სოფელი

დეპოპულაცია

“ამ შეთავაზების მიზანი ეკონომიკის გააქტიურება და მოსახლეობის რაოდენობის გაზრდაა. ახალბედებს თავისუფლად, პრობლემებისა და შეფერხებების გარეშე შეუძლიათ მიიღონ ფინანსური დახმარება და წამოიწყონ საქმე. გახსნან პატარა სასტუმრო, რესტორანი, ბარი, ბიბლიოთეკა ან მაღაზია და ა.შ.” – ამბობს ტედესი.

ბოლო წლებში მოლიზეს რეგიონი ათასობით ადამიანმა დატოვა. 2014 წლიდან 305 ათასიანი მოსახლეობა თითქმის 9 ათასამდე შემცირდა. პოპულაციის მხრივ ახლა ის იტალიის ყველაზე რთული რეგიონია.

 

რას უნდა ელოდოთ მოლიზესგან – იმ სოფლების ფოტოები, სადაც ნებისმიერს შეუძლია დასახლდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g