LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანები მაგდა პაპიძის შესახებ: „წმინდანად შევრაცხეთ…“

682

პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმეზე შემზარავი დეტალები გამოაქვეყნა, მათ შორისაა ფოტო და ვიდეომასალაც, ასევე დღიური, სადაც არსებული ცანაწერი, პროკურატურის მტკიცებით, ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი მოკლა.

სოციალური ქსელი ამ სიახლემ ააფეთქა. ყველა, მათ შორის, ცნობილი ადამიანებიც, გამოთქვამენ მოსაზრებას ამ თემაზე…

თამუნა მუსერიძე:

„ძალიან სასაცილო ერი ვართ. დაიჭირეს ეს გოგო, ჩავქოლეთ, ჩავდეთ მიწაში. მერე ნანუკამ და მაიამ გადაცემები გააკეთეს, ამოვიღეთ მიწიდან, წმინდანად და წამებულად შევრაცხეთ და უდანაშაულოდ ვაკურთხეთ. ეხლა იისევ გამოქვეყნდა ახალი დასკვნა, იისევ ვესვრით ტალახს. რას დავარიხინებთ წინ და უკან ბლინ. საქართველოა, თუ სამეფო კარის თამაშები????“

გვანცა კილასონია:

„როგორ მინდა ვიყო მისს მარპლი! და საპირისპიროს დამტკიცება შემეძლოს ! როგორ არ მინდა დავიჯერო -დედა შვილს კლავდეს!“

ნოე სულაბერიძე:

„არ შეიძლება ეგეთი რაღაცეების გასაჯაროება, თან ის ბავშვია კადრში… თავიდან აღარ ამომდის… სოციალურ ქსელში ბევრი არასრულწლოვანია, რომელიც ამას უყურებს, კითხულობს და ეს მათ ფსიქიკაზე მოქმედებს ჩვენზე მეტად!“

ხატია სიჭინავა:

„სულ მიკვირს, შენნაირ ქალებს ღმერთი რატომ აძლევს შვილს?! რა დააშავა ანგელოზმა, რომ მონსტრის ხელში მოხვდა!!!“

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„გადავწყვიტეთ, რომ მაგდა პაპიძე მკველელია? ისე გადავწყვიტეთ, როგორც გვჩვევია! არ ველოდებით სასამართლოს, „მთავარია“ პროკურატურა რას იტყვის.

არ გეგონოთ, ვიცავ. სულაც არ ვიცი, მოკლა თუ არა ქმარ-შვილი. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მკვლელია. საშიში მკვლელი. რადგან, საზოგადოებრივი განაჩენი ხშირად ჩარტყმულ უროზე მძიმეა! იქნებ, შევიცვალოთ ბოლოს და ბოლოს!“

mazda magti 5g