LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ლამაზმანები „L’Oreal Paris”–ის ცერემონიაზე

232

გუშინდელი საღამო ევა ლონგორიამ, ბლეიკ ლაივლიმ, კარლი კლოსმა და სხვა ლამაზმანებმა ღონისძიებაზე Women of Worth გაატარეს, რომელიც კოსმეტიკური ბრენდის, L’Oreal Paris-ის მიერ იყო ორგანიზებული.

მიუხედავად იმისა, რომ ცერემონია განსაკუთრებული მასშტაბით არ გამოირჩეოდა, ცნობილი სახეები მასზე განსაკუთრებულად ჩაცმულები გამოჩნდნენ: ლაივლიმ, რომელიც ორი თვის წინ მეორედ გახდა დედა, ფოტოგრაფების წინ შავ კაბაში იპოზიორა, მოდელი კარლი კლოსი კი ოქროსფერ კაბაში, რომელსაც ღრმა დეკოლტე ჰქონდა, ბრწყინავდა.

ცნობილი ადამიანების გარდა, ცერემონიას რიგითი ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გამარჯვებულებად სპეციალური ხმის მიცემით გამოვლინდნენ. ამას გარდა, საღამოდან შემოსული თანხის ნაწილი ფრანგულმა ბრენდმა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g