LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რომანების მიხედვით შექმნილი 6 ახალი სერიალი

1161
FORTUNA. GE

ყოველთვის საინტერესოა ეკრანზე გადატანილი ლიტერატურული ნაწარმოების ნახვა და ორი ავტორის მიერ განსხვავებულად დანახული სამყაროს შედარება.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილი რომანების მიხედვით შექმნილი 6 ახალი სერიალს:

„ნორმალური ადამიანები“ (Normal People) – 29 წლის სალი რუნიმ დიდი ხანია დაიმსახურა მსოფლიო პრესის პატივისცემა, რომანით „ნორმალური ადამიანები“ კი, ბუკერის პრემიის ნომინანტიც გახდა. წიგნის ტელევერსიაზე BBC-მ და Hulu-მ იმუშავეს და მაყურებლს 12-სერიანი დრამა შესთავაზეს ახალგაზრდა წყვილის საკმაოდ რთულ ურთიერთობაზე.

„პატარა კოცონები“ (Little Fires Everywhere) – სესილი ინგის ისტორია ორ ქალბატონზე, რომელთა შვილები დიდი ხანია მეგობრობენ, მხოლოდ ერთი შეხედვითაა მშვიდი და სასიამოვნო დრამა, რადგან უმნიშვნელო კამათი მალე პერსონაჟებს შორის ნამდვილ ომს ემსგავსება.

„მნათობი“ (The Luminaries) – რომანმა ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა, რადგან ერთის მხრივ, მისი ავტორი ელეონორა კატონი გახდა ბუკერის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მეორეს მხრივ, რომანი იქცა უმსხვილეს ნაწარმოებად, რომელიც პრესტიჟული პრემიით აღინიშნა. ახალ ზელანდიაში ოქროს ციებ-ცხელების ეპოქაზე მინი-სერიალის შექმნა BBC-მ ითავა, მთავარი როლები კი, ევა გრინმა, მარტონ ჩოკაშმა და ივ ჰიუსონმა შეასრულეს.

„გაუქმებული“ (The Undoing) – მართალია, სერიალის მთავარმა პერსონაჟმა – წარმატებულმა ფსიქოლოგმა ყველაფერი იცის მამაკაცების, ბედნიერი ქორწინების შესახებ, მაგრამ როცა მოულოდნელად მისი მეუღლე იკარგება, მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ჯინ კორელიცის რომანის ეკრანიზაცია სიუზან ბირმა განახორციელა, რომელმაც არაჩვეულებრივი მსახიობები ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი მიიწვია მთავარი როლების შესასრულებლად.

„არაორთოდოქსი“ (Unorthodox) – 19 წლის ესტი შაპირო ნიუ-იორკის ულტრაორთოდოქს ებრაულ ოჯახში იზრდება, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უძველეს ტრადიციებს. გოგონა მშობლების ნებართვის გარეშე მიემგზავრება ბერლინში, რათა სულ ცოტა თავისუფლება მაინც მოიპოვოს, თუმცა ოჯახი მაინც პოულობს და ყველანაირად ცდილობს მის უკან დაბრუნებას. შოკისმომგვრელი დრამა უკვე გახდა Netflix-ის ახალი ჰიტი.

„ჰოლივუდი“ (Hollywood) – რაიან მერფის ახალი ფილმი ჰოლივუდის ოქროს ეპოქაზე ატმოსფერული და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ფილმის მთავარი პერსონაჟები ახალგაზრდა კინოხელოვანები არიან, რომლებიც დისკრინინაციასა და უსამართლობას ებრძვიან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g