სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი სახეები მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ. ამის შესახებ ვიდეორგოლი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ გავრცელდა.
კამპანიაში მონაწილეობას იღებენ, ბუბა კიკაბიძე, პაატა ბურჭულაძე, გია ბუღაძე, სოფო ჭყონია, მარინა საღარაძე, ზურა გურული, თეონა დოლენჯაშვილი, რუსუდან გოცირიძე და სხვები.
„მე თავდებში ვუდგები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ“ – ამ სიტყვებით მოუწოდებენ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.